გიორგი გაბუნია - ვიცოდით, რომ იპოვიდნენ საბაბს, თავიდან მოვეშორებინეთ

ვიცოდით, რაიმე საბაბს იპოვიდნენ, რომ სექტემბრამდე, ვიდრე ახალი სეზონი დაიწყებოდა, ჩვენ თავიდან მოვეცილებინეთ, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ყოფილმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ტელეარხზე საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოულოდნელი არ ყოფილა ის, რაც მოხდა.

"ყველა ველოდებოდით და ყველამ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები თავიდანვე კეთდებოდა სალიას, ხალვაშის მიერ, რომ არავინ გათავისუფლდებოდა. პირადად ჩემზეც ბევრჯერ დაუსვამთ კითხვა ჟურნალისტებს და მოვისმინეთ სალიასგან, რომ მე ჩვეულებრივად დავბრუნდებოდი ეთერში. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რაიმე საბაბს იპოვიდნენ იმისთვის, რომ სექტემბრამდე, ვიდრე ახალი სეზონი დაიწყებოდა, ჩვენ მოვეცილებინეთ თავიდან. ასე რომ, გასაკვირი აქ არაფერია, ამას ჩვენ ვამბობდით ჯერ კიდევ როდის. ჩემს შემთხვევაში საბაბი რამდენიმე ჩემი კოლეგის მსგავსად არის ის, რომ მე თურმე დიდი პრემიები ამიღია. დიახ, მე მქონდა დიდი ანაზღაურება, მქონდა პრემიებიც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა", - განაცხადა გაბუნიამ.

ჟურნალისტის თქმით, თუ მოხდება სარჩელის შეტანა ახლანდელი მენეჯმენტის მიერ არხის რამდენიმე უკვე ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ, ამას საპასუხო სარჩელი მოჰყვება.

"არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. ერთ-ერთი მთავარი სახე ვიყავი ტელევიზიის და რა თქმა უნდა, მქონდა დიდი ანაზღაურება. თუ მოხდება სარჩელის შეტანა, საპასუხო სარჩელს შევიტანთ ჩვენც და ისედაც ვაპირებთ სარჩელის შეტანას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი კონტრაქტის პირობები დაირღვა, რადგან ასე მოულოდნელად გაგვიშვეს სამსახურიდან”, - განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა