გიორგი გაბუნია - საზოგადოება აუცილებლად მიხილავს „მთავარ არხზე",  სადაც გადაცემა მექნება

ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებს "რუსთავი 2-ს", მე მოლოდინი მაქვს, რომ თითქმის ყველა დატოვებს, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ყოფილმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ტელეარხზე საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტი გამოეხმაურა დიანა ჯოჯუასა და მიხეილ სესიაშვილის მიერ "რუსთავი 2-ის" დატოვებას და დადებითად უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, ელოდება თუ არა, რომ მათ ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებიც შეუერთდებიან. "რა თქმა უნდა, შეუერთდებიან, ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებს "რუსთავი 2“-ს. მე მოლოდინი მაქვს, რომ თითქმის ყველა დატოვებს "რუსთავი 2"-ს და "რუსთავი 2“ აღარ იქნება. რა თქმა უნდა, ლოგო დარჩება, შეფუთვაც, მაგრამ ეს ადამიანები აღარ იქნებიან", - განაცხადა გაბუნიამ.

მანვე ისაუბრა საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებაც.

„საზოგადოება აუცილებლად მიხილავს "მთავარ არხზე", როგორც აქამდე მხედავდნენ. მე აქამდე ვთვლიდი და ასე ვამბობდი, რომ მთავარი არხი იყო "რუსთავი 2", ახლა ჩვენი აზრით, მთავარი არხი იქნება სხვაგან და მას პირდაპირ ასე ერქმევა - "მთავარი არხი". გადაცემა მექნება, ისევ პოლიტიკასთან იქნება კავშირში, დაახლოებით ისეთივე სტილში. იუმორისტულ გადაცემას არ წავიყვან, რადგან იუმორისტული გამოხტომები მაინც მაქვს ხოლმე გადაცემებში. დაახლოებით იმავეს გავაკეთებ, რასაც აქ ვაკეთებდი ხოლმე", - აღნიშნა გაბუნიამ.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა