ეკა კვესიტაძე - დღეის შემდეგ „რუსთავი 2“ მარტო ლოგოა დარჩენილი

დღეის შემდეგ “რუსთავი 2" მარტო ლოგოა დარჩენილი და ვფიქრობთ, რომ სულ ცოტა ხანში მისგან დარჩება ძალიან პატარა ტელევიზია, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ განაცხადა, რომლის სამსახურიდან გათავისუფლებასაც არხის ახალი მენეჯმენტი, სხვა რამდენიმე პირის მსგავსად, ასევე გეგმავს.

კვესიტაძე "რუსთავი 2"-ზე საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოვლენების განვითარება მოულოდნელი არ ყოფილა.

"დღეს რაც მოხდა, ამას უკვე დიდი ხანია ველოდებით, რადგან ვიცოდით, რომ პაატა სალიას მოყოლილი ზღაპრები რა თქმა უნდა, ზღაპრები იყო, რომ ჩვენ ისევ ეთერში ვიქნებოდით სექტემბრიდან და ბადეც თითქოს ჩვეულებრივად დაწერა. რა შეფასება უნდა მისცე? ცენზორის, სალიას ხელით ივანიშვილმა დახურა "რუსთავი 2", ამას იმიტომ ვამბობ, რომ "რუსთავი 2" იყო დამოუკიდებელი, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა, დახურა, რადგან ამ პოლიტიკას კონკრეტული ადამიანები ახორციელებდნენ, რადგან ეს ადამიანები იყვნენ უკომპრომისოები ამ ხელისუფლებასთან და დღეის შემდეგ "რუსთავი 2" მარტო ლოგოა დარჩენილი და ვფიქრობთ, რომ სულ ცოტა ხანში მისგან დარჩება ძალიან პატარა ტელევიზია, ისეთი, რომელიც არანაირად არ იქნება კრიტიკული ხელისუფლების მიმართ და გააგრძელებს სხვა სახელისუფლებო არხების პოლიტიკას", - განაცხადა კვესიტაძემ.

ჟურნალისტმა მედიასთან საკუთარ სამართლებრივ და პროფესიულ გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით სალიას აქვს, როგორც ე.წ. დირექტორს იმის ვალდებულება, რომ კანონით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს, ანუ ჩემი გათავისუფლება არ შეიძლებოდა, რადგან ოფიციალურად ვარ შვებულებაში. მან უნდა გადმომცეს ჯერ ამ გათავისუფლების დოკუმენტი და ასევე ის ორთვიანი ანაზღაურება, რასაც ითვალისწინებს კანონი. თუ ეს არ გააკეთა, რასაკვირველია, წავალ სასამართლოში, ისევე, როგორც სხვები. მაგრამ რაც შეეხება პროფესიული კუთხით ჩვენს გეგმებს, გვაქვს დიდი, საკმაოდ ამბიციური გეგმები. მაყურებელი რასაკვირველია, გვიხილავს, რადგან მაყურებელი კონკრეტულ წამყვანებთან და სარედაქციო პოლიტიკასთანაა მიბმული და სადაც წამყვანები და ეს სარედაქციო პოლიტიკა იქნება, იქ იქნება ჩვენი მაყურებელიც", - აღნიშნა ჟურნალისტმა.

ის ასევე გამოეხმაურა დიანა ჯოჯუასა და მიხეილ სესიაშვილის მიერ არხის დატოვებას.

"ძალიან დიდი მადლობა მათ ძალიან ღირსეული საქციელისთვის!" - განაცხადა კვესიტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა