პაატა იაკობაშვილი - ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე ვთქვა, ეს რა სასწაული ყოფილა

მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ იქნებ რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო; სადაც მთხოვენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე ვთქვა, რომ ეს რა სასწაული ყოფილა, - ამის შესახებ „კურიერის“ წამყვანა პაატა იაკობაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მან დაადასტურა, რომ არხიდან წასვლას ისიც აპირებს.

მისივე თქმით, კოლეგების აზრს იზიარებს და წუხს, რომ დღეს ეთერში არ იყო, რადგან შვებულებაშია.

„ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა, მას და მართველ პარტიას სურს ხავერდოვნად შეცვალონ რაღაცები, ასეთი სახე მისცენ, მაგრამ „კურიერის“ გუნდი მას ამის საშუალებას არ მისცემს“, - განაცხადა იაკობაშვილმა.

ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ მუშაობა ნიკა გვარამიასთან ერთად გააგრძელოს.

„მე პირველ რიგში უნდა შევხვდე ნიკა გვარამიას, ვნახოთ, რას შემომთავაზებს“, - განაცხადა იაკობაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა