ქიბარ ხალვაში -  რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო -  ყველაფერი კარგად იქნება

„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.

„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს ქიბარ ხალვაში „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვეს. მათ შესაბამისი განცხადება „კურიერის“ 9-საათიანი გამოშვების დაწყებისას გააკეთეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.

ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გათავისუფლდა.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა