დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის საკითხის განხილვაზე უარის გამო, დანიაში ვიზიტი გადადო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსპიკერმაც დაადასტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა ტრამპის შეთავაზებას „აბსურდი“ უწოდა და განაცხადა, რომ „გრენლანდია აშშ-ზე არ იყიდება“, დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ 2 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტის „სხვა დროისთვის გადადების“ გადაწყვეტილება მიიღო.

„დანია განსაკუთრებული ქვეყანაა და იქ გასაოცარი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ პრემიერ- მინისტრ მეტე ფრედერიკსენის კომენტარის გამო, რომ მას გრენლანდიის შესყიდვის საკითხის განხილვა არ სურს, ჩვენს შორის 2 კვირაში დაგეგმილ შეხვედრას სხვა დროისთვის გადავდებ,“ - წერს ტრამპი.

ტრამპმა დაადასტურა, რომ მსოფლიოს უდიდესი კუნძულის, გრენლანდიის ყიდვით არის დაინტერესებული. კითხვაზე, განიხილავდა თუ არა ის ამ საკითხს, ტრამპმა განაცხადა, რომ „არსებითად ეს არის დიდი გარიგება უძრავი ქონების თაობაზე.“

შეთავაზებას უარით უპასუხეს გრენლანდიისა და დანიის ოფიციალურმა პირებმა.

„გრენლანდია არ იყიდება, მაგრამ ის ღიაა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობისთვის, მათ შორის შეერთებულ შტატებთანაც,“ - განაცხადა გრენლანდიის ტერიტორიის პრემიერმა კიმ კილსენმა.

დანიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკ რასმუსენმა კი ამ შეთავაზებას „საპირველაპრილო ხუმრობა უწოდა.“ „დანიის სახალხო პარტიის“ საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა სორენ ესპერსენმა კი განაცხადა, რომ თუ ტრამპი ამ იდეას მართლაც განიხილავდა, „ეს საბოლოოდ ამტკიცებს, რომ ის შეშლილა".

გრენლანდია, რომელიც მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, ჩრდილო ატლანტიკისა და არქტიკის ოკეანეებს შორის მდებარეობს. ის ამჟამად დანიის ავტონომიური ტერიტორიაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა