ზონალურ-საათობრივი პარკირება ორბელიანის მოედანზე 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება

ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირება 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორბელიანის მოედანზეც იგივე მიდგომები იქნება გამოყენებული, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე.

„შემდეგი არეალი არის ორბელიანის მოედანი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სრულად იქნა რეაბილიტირებული. აქ განთავსებულია ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 20 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა ჩვენი პროექტის ფარგლებში და მათგან 13 არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ პროექტის ფარგლებში, აშენდა პირველი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც ჩვენ დედაქალაქის მერიამ განვახორციელეთ, 150 ავტომობილზე, ევროპული სტანდარტებით, როგორც ევროპულ ქვეყნებში არის მოთხოვნები იგივე სტანდარტებით, იგივე მოთხოვნებით. გვინდა, რომ ორბელიანის მოედანზე იგივე მიდგომა და დამოკიდებულება იყოს, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე და ზონალური პარკირების სისტემა გავავრცელოთ. აქ მცხოვრები ადამიანები უნდა დარეგისტრირდნენ სისტემაში და მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ავტომობილით უფასოდ ისარგებლონ“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ დაიწყონ მოსახლეობის ინფორმირება. მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში ადგილზე საინფორმაციო ჯიხურიც განთავსდება, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება, ინფორმაცია მიიღოს პარკირებასთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს