კოტე კემულარია - დღეს უკვე ვიხილეთ „რუსთავი 2“-ში ის შევარდნა, რომელიც სარედაქციო პოლიტიკისა და ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვით დასრულდა

დღეს უკვე ვიხილეთ „რუსთავი 2“- ში ის შევარდნა, რომელიც სარედაქციო პოლიტიკისა და ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვით დასრულდა, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, კოტე კემულარიამ განაცხადა, რითაც „რუსთავი 2“ -ში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

კემულარია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საბჭოთა „კგბ“-ს რეჟიმით მუშაობს და შემთხვევითი არაა, რომ მედია საბჭოთა „კგბ“-ს მემკვიდრეს აქვს ჩაბარებული.

„რუსთავი 2“- ზე განხორციელებული თავდასხმა საბოლოოდ გაცხადდა და დღეს უკვე ჩვენ ვიხილეთ ის შევარდნა „რუსთავი 2“- ში, რომელიც სარედაქციო პოლიტიკის და „რუსთავი 2“- ის ფაქტობრივი დახურვით დასრულდა.

„ქართული ოცნება“ მუშაობს საბჭოთა „კგბ“-ს რეჟიმით და ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ არის შემთხვევითი, რომ მედია ჩაბარებული აქვს საბჭოთა „კგბ“-ს მემკვიდრეს, გენერალს. ახლა, სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პრეზიდენტს და მთავარსარდალს, მრჩევლად უსაფრთხოების დარგში დაუნიშნეს ასევე საბჭოთა „კგბ“-ს მაღალჩინოსანი. დღეს ამ კადრების გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს, რომ საქართველო წაიყვანონ რუსეთისკენ და მოუსპონ მას დასავლეთში ინტეგრაციის შესაძლებლობა. ეს, რა თქმა უნდა, არ პასუხობს მოსახლეობის ინტერესებს და წინააღმდეგობაში მოდის იმ ფაქტთან, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული არჩევნების პირობებში, „ქვეყანა არეულობისკენ მიჰყავს“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა