ნიკოლას მადურომ დაადასტურა, რომ მისი მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციის წამყვან ფიგურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დაადასტურა, რომ მისი მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციის წამყვან ფიგურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მისივე თქმით, მხარეებს შორის დისკუსიები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„ისევე როგორც ვეძებდი დიალოგის გზებს ვენესუელაში, ასევე ვეძებდი გზას, რომლითაც პრეზიდენტი ტრამპი ვენესუელას მოუსმენდა“, - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

მისივე თქმით, ის არ დაასახელებს კონკრეტულად ვინ მონაწილეობს მოლაპარაკებებში, თუმცა, ირწმუნება, რომ დისკუსია უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, აშშ-მ ვენესუელას სანქციები დაუწესა და არაერთხელ მოუწოდა ნიკოლას მადუროს გადადგომისკენ. უფრო მეტიც, ვაშინგტონმა ვენესუელის ოპიოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა, მას მოგვიანებით მსოფლიოს 50-მდე ქვეყანამ მიბაძა. ამჟამად ვენესუელაში პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისიც ემატება. ქვეყანა ბოლო წლებში ოთხ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში