კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ანგარიშების დაყადაღებას ანაკლიის პორტთან და პოლიტიკაში მოსვლაზე განცხადებასთან კავშირი არ აქვს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას არც ანაკლიის პორტის მშენებლობასთან და არც მათ პოლიტიკაში მოსვლაზე გაკეთებულ განცხადებასთან კავშირი არ აქვს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, გამოძიება გაცილებით ადრე იყო დაწყებული, ვიდრე აღნიშნული პირები პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდნენ.

„გამოძიება ცოტა ადრე იყო დაწყებული და პოლიტიკაში მოსვლაზე განცხადება ცოტა მოგვიანებით. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას, არის კონკრეტული თემა, რასაც ედავება პროკურატურა და ვნახოთ. ამას არანაირი კავშირი არ აქვს ანაკლიის პორტთან",- განაცხდა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა. როგორც ხაზარაძე წერს, მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღდა, რაც იმას ემსახურება, რომ მოხდეს მათ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის პორტის საბოლოოდ გაჩერება.

ამასთან, პროკურატურის განმარტებით, „სასამართლოს ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 16 664 000 დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით“ მიმართეს.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
„თეგეტა მოტორსი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს
მერაბ ჭიქაშვილი - როგორ შეიძლება კადრების ისე დადგმა, რომ მასში მონაწილეობა მაღალი თანამადებობის პირებს მიაღებინო? (R)
კახა ძაგანია - "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა (R)
გიორგი ლომია - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც სამართლიანობას აღადგენს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ გამარჯვება წაგვართვან! (R)