ეკონომიკის სამინისტრო საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე ამერიკულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ის სექტემბერში ჩავა აშშ-ში ორ მსხვილ ავიაკომპანიასთან მოსალაპარაკებლად საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რა ეტაპზეა ეკონომიკური კვლევა საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ კვლევა დასრულდა და მის თანახმად, პირდაპირი ფრენები აშშ-სთან როგორც სტრატეგიული, ისე კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველია.

"ჩვენ საკმაოდ დეტალური კვლევა განვახორციელეთ, რომელმაც დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მიმზიდველი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, იმიტომ, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და პირდაპირი ფრენების დაწყება იქნება ძალიან ნათელი, ცალსახად პოზიტიური პოლიტიკური რეჟიმი. ეს ასევე კომერციულადაც მიმზიდველია კომპანიებისთვის, ვინც ამას მოკიდებს ხელს.

ეს უკვე პირველი ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ჩვენ შემდგომ მოლაპარაკებებში დაგვეხმარება.

სექტემბრის დასაწყისში მე პირადად მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ვგეგმავ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლას. იქ შეხვედრა გვექნება ორ წამყვან ავიაკომპანიასთან, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ დაინტერესდებიან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებით და ველოდებით, რომ მსგავსად Ryanair-თან მოლაპარაკებისა, რომელიც ძალიან მოკლე ვადებში დავასრულეთ, ასევე წარმატებით დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას," -განაცხადა ნათია თურნავამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დაწყება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა. როგორც პრემიერმა მიმდინარე წლის 4 აპრილს განაცხადა, შესაბამის ეკონომიკურ კვლევაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობდა და მისი დასრულების შემდეგ მოხდებოდა შესაბამისი კომპანიის მოძიება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს