გია ვოლსკის განცხადებით, თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მენეჯერი „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის მსგავსად მოიქცეოდა

საკვანძო ფიგურები დაითხოვეს სამსახურიდან და ამასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები. არ ვთვლი, რომ "რუსთავი 2" საინფორმაციო საშუალებაა, ეს არის პარტიული ტელევიზია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ, "რუსთავი 2"-ის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მენეჯერი მსგავს სიტუაციაში ანალოგიურად მოიქცეოდა.

"თუ სამართლებრივი მიმართულება არსებობს, უნდა მიმართონ, მაგრამ კითხვის დასმა, ახალი მენეჯმენტი რატომ ითხოვს ადამიანების გაშვებას, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ბრძოლაში მიჰყვებიან ნიკა გვარამიას, რომელიც თავის მხრივ ამბობს, რომ "რუსთავი 2" არის მისი მთავარი სამიზნე და უნდა დაანგრიოს, ამაში ვინც მიჰყვება მას, ჰკითხეთ ნებისმიერ მენეჯერს, თუ გააჩერებს ადამიანებს ასეთ დროს. მე არ ვთვლი, რომ "რუსთავი 2" საინფორმაციო საშუალებაა, ეს არის პარტიული ტელევიზია", - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ბიუროს წევრი უმრავლესობის დეპუტატების დღევანდელ შეხვედრას და კითხვას, იყო თუ არა ის "რუსთავი 2"- თან დაკავშირებული, ვოლსკი ამბობს, რომ „არა“.

"მიზანი ასეთი განცხადებების, რომ თითქოს "რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ვჯდებით და ვსაუბრობთ, არის ერთადერთი, რომ თავის მართლების რეჟიმში იყოს მუდმივად სახელისუფლო გუნდი. ამაზე პასუხიც არ ღირს. ყოველკვირეულად ხდება ბიუროს უმრავლესობის შეხვედრა", - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა