Tav Georgia-ს წარმომადგენელი - თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, წლის ბოლოს, სავარაუდოდ, მგზავრთნაკადის 12-14%-იანი კლება გვექნება თბილისის და ბათუმის აეროპორტებში

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, წლის ბოლოს სავარაუდოდ, მგზავრთნაკადის 12-14%-იანი კლება გვექნება თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ Tav Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის შემცირების კომენტირებისას განუცხადა.

თეა ზაქარაძის თქმით, რუსული ავიაემბარგოს შედეგად, კვირაში 144 რეისი გაუქმდა, რაც აეროპორტისთვის დიდი დანაკარგია.

„ივლისში გვქონდა მგზავრთნაკადის 14%-იანი შემცირება. აგვისტოში უფრო მეტი კლება გვაქვს. არ ვიცი სექტემბერ-ოქტომბერში რა ვითარება იქნება, მაგრამ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, წლის ბოლოს, სავარაუდოდ, 12-14%-იანი კლება გვექნება თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში", - აცხადებს თეა ზაქარაძე.

შეგახსენებთ, „აეროპორტების გაერთიანების“ მონაცემებით, 2019 წლის ივლისში საქართველოს 5-ვე აეროპორტი (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, მესტია, ამბროლაური) 571,848 მგზავრს მოემსახურა, რაც 44,959 მგზავრით ნაკლებია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელთან (616,807 მგზავრი) შედარებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა