გია ვოლსკი - შეიძლება დღეში რამდენჯერმე მოხდეს ოკუპაციის მწვავე გამოვლინება და ეს შესაძლოა, სააკაშვილის მიერ განზრახ ჩადენილი შეცდომების შედეგი იყოს

შეიძლება დღეში რამდენჯერმე მოხდეს მწვავე გამოვლინება ოკუპაციის და ეს შესაძლოა, სააკაშვილის მიერ განზრახ ჩადენილი შეცდომების შედეგი იყოს, - ამის შესახებ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ოკუპაციის პრობლემაზე საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ კავშირზეა.

"ყოველდღე და შეიძლება დღეში რამდენჯერმე იყოს ძალიან მწვავე გამოვლინება იმ ფაქტის, რასაც ჰქვია ოკუპაცია და ყოველდღე უნდა გავიმეოროთ, რომ

ეს არის ძალიან მძიმე და შეიძლება, განზრახ ჩადენილი შეცდომების შედეგი, რომელიც ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას. ამ თემაზე სათანადო რეაგირება არის, რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას, რასაც ჰქვია საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკური დაპირისპირება საოკუპაციო ძალასთან, ამის იქით თემა არ არსებობს",- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა