გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელის ნატალია ჯალიაშვილის მიმართვებით გაიხსნა.

სხდომის მონაწილეებს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამთავრობო სამოქმედო გეგმების შესრულების ერთი წლის ანგარიში წარედგინა.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე და მონაწილეებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გუგული მაღრაძემ ყურადღება გაამახვილა გენდერული თანასწორობის შესახებ სახელმწიფოს ახალ კონცეფციაზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე, განათლებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.

ასევე, კომისიამ წარმოადგინა სამი თვის განმავლობაში სამუშაო პრიორიტეტული მიმართულები და გეგმის მონახაზი დაამტკიცა. უწყების ცნობითვ, სამომავლო საქმიანობა სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სტამბოლის კონვენციის შესრულების ანგარიშზე მუშაობის დაწყებას, ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელების პროცესს, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობისთვის საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა