დიმიტრი ცქიტიშვილი - „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი აშანტაჟებს

„რუსთავი 2" -ის ჟურნალისტები ცოტა არ იყოს ბულინგის მსხვერპლი არიან, იმიტომ, რომ ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და რატომღაც ჰგონია, რომ თუ ისინი დარჩებიან იმ კომპანიაში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ, აუცილებლად იქნებიან გამყიდველები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „თუ გენერალური დირექტორი შეიცვალა, ეს არ ნიშნავს, რომ ტელევიზიამ დამოუკიდებლობა დაკარგა".

„ამ კომპანიის მთავარი ძალა და სიტყვის თავისუფლება გამომდინარეობდა ჟურნალისტებიდან, რომლებიც იქ საქმიანობდნენ. მთავარი გარანტი სიტყვის და სარედაქციო დამოუკიდებლობის ამ არხზე, ბუნებრივია, იქნება არა დირექცია, არამედ თვითონ ჟურნალისტები, რომლებმაც შექმნეს ეს არხი. იმედი მაქვს, თავად ეს ჟურნალისტები უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობას, მოუკერძოებლობას და სამართლიან სიტყვას ამ კომპანიაში. ეს ჟურნალისტები ცოტა არ იყოს ბულინგის მსხვერპლი არიან იმიტომ, რომ ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და რატომღაც ჰგონია, რომ თუ ისინი დარჩებიან იმ კომპანიაში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ, აუცილებლად იქნებიან გამყიდველები. ნებისმიერი ტელევიზიის დამოუკიდებლობა დამოკიდებულია არა ადმინისტრაციაზე, არამედ მის ჟურნალისტებზე",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა