ირლანდიაში საქართველოს ელჩი - „რაინეარის“ საქართველოში შემოსვლა ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს

ირლანდიაში საქართველოს დროებითი რწმუნებულის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებით, საქართველოში, მსოფლიოში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის „რაინეარის“ შემოსვლა ეკონომიკური დიპლომატიის ნათელი მაგალითია.

გიორგი ზურაბაშვილის თქმით, „რაინეართან“ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მრავალწლიანი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. როგორც დროებითმა რწმუნებულმა აღნიშნა, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე ხელს შეუწყობს საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას. „მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ კომპანია „რაინეარი“ საქართველოში შემოდის. აღნიშნული ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხედავენ დიდ ტურისტულ, ეკონომიკურ და სატრანზიტო პოტენციალს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროების განვითარებას“, - აღნიშნა გიორგი ზურაბაშვილმა. ირლანდიაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ერთობლივი ძალისხმევით, ქართულ მხარესა და ირლანდიურ ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა.

„რაინეარი“ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან იფრენს. პირველი ფრენა 6 ნოემბერს თბილისიდან მილანის მიმართულებით შესრულდება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს