სომხეთში ტყის ხანძარი მძვინვარებს

ხანძრის ფართობი მთა არაილერის ძირში 10-ზე მეტჯერ - 150-დან 1800 ჰექტრამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.

ხანძარმა სომხეთის ორი ოლქი მოიცვა. კოტაიქის ოლქში იწვის 1,3 ათასი ჰექტარი, არაგაწოტნის ოლქში კი - 500 ჰექტარი. სამშაბათიდან ოთხშაბათამდე ღამით მოხერხდა ხანძრის ლოკალიზაცია, მაგრამ დილას ახალი კერები გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას საოლქო სამაშველო სამმართველოს ექვსი ოპერატიული ჯგუფი, შვიდი სახანძრო-სამაშველო რაზმი და განსაკუთრებული დანიშნულების სამაშველო სამუშაოების ცენტრის ორი რაზმი ცდილობს. 82 მაშველს სატყეო მეურნეობის 18 თანამშრომელი და 100 ადგილობრივი მცხოვრები ეხმარება.

ჩამქრალი ვულკანი არაილერი, რომლის სიმაღლეც 2577 მეტრია, დედაქალაქ ერევნიდან 35 კილომეტრზე მდებარეობს. ის ქვეით ტურისტებსა და მთაზე ცოცვის მოყვარულებს შორის პოპულარული ადგილია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს