ნინო შუბლაძე - „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიმიღია

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა შემოთავაზება მიიღო. აღნიშნულის შესახებ შუბლაძე „ფეისბუქში“ წერს.

„პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ, „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ. მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას. ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ.

ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის, არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად. არც ახლა გადავალ ამ ზღვარს“, - წერს ნინო შუბლაძე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას ნინო შუბლაძე დაიკავებს.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა