ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი გაიმართა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, სემინარი სახელწოდებით „სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტული ბაზრის ანალიზი“ საერთაშორისო ტრენერმა კუმუდ სენგუფტამ ჩაატარა.

სემინარს ტურ-ოპერატორები, გიდები და სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კემუდ სერგუფტას 30-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს კვლევის, საკონსულტაციო მომსახურებისა და მარკეტინგის სფეროში და მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან (UNWTO) ტრენინგი შემდეგ თემატიკას მოიცავდა: ტურისტული ბაზრის ანალიზი.

ტურიზმის ინდუსტრიის ანალიზი (ინდუსტრიის სტრუქტურა და მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მეთოდები) ბაზარზე პოზიციონირება და მარკეტინგი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ტურიზმის სექტორს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, შესაბამისად, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს, ჩვენ ჩავატარეთ ტრენინგი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ამ ტრენინგისათვის მოწვეული გვყავდა მსოფლიო დონის ტრენერი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს