ფედერიკა მოგერინმა და დავით ზალკალიანმა  სოფელ გუგუტიანკართან ბორდერიზაციის საკითხი განიხილეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სოფელ გუგუტიანკართან ბორდერიზაციის საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფედერიკა მოგერინის პრესსამსახური ავრცელებს.

„ღობეების აღმართვა აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და მათ საკუთარ ბაღებსა და წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობის უფლებას ართმევს, რაც მათთვის საარსებო წყაროს წარმოადგენს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა/ ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და კომუნიკაციის არსებული საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში, მათ შორის აგრძელებს ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას.

„აღსანიშნავია, ასევე „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევა, რომელიც უახლოეს დღეებში საქართველოს ესტუმრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა ადგილზე.

ფედერიკა მოგერინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა