მამუკა ბახტაძე - ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი  შეჩერდება უმოკლეს ვადებში, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავის საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა.

„ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა და განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს. მსგავსი გამოწვევის დაძლევის ერთადერთი გზა არის ერის კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯებს: ბორდერიზაცია არის ოკუპაციის შედეგი, აქედან გამომდინარე, ოკუპაციასთან ბრძოლა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც მოითხოვს ჩვენი მხრიდან პრინციპულ რეფორმებს და სწორ და ეფექტურ სტრატეგიას. ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში საერთაშორისო მეგობრების, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას აქვს გადამწყვეტი როლი. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, იმისთვის რომ მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავის საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია. უნდა იყოს ერთსულოვნება და ერად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც გამყოფ ხაზთან ახლოს ცხოვრობს, ხელისუფლებას უკვე აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, გუშინ, გუგუტიანთკარში ყოფნისას კი დამატებითი ინფორმაცია მიიღო თუ რა სჭირდება ადგილობრივებს.

„თითოეული მათგანი უნდა გრძნობდეს იმას, რომ სახელმწიფო არის მათ გვერდით და საქართველოს თითოეული მოქალაქე არის მათ გვერდით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. მე გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინე რა გვაქვს გასაკეთებელი და ამას ვუზრუნველყოფთ. ამასთან ერთად მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას, მათ მხნეობას და მათ პრინციპულობას, რომელიც თითეული ჩვენგანისთვის და ჩემთვის პირველ რიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის გადამდები მუხტი, ენთუზიაზმი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს. მე დავასრულე იმით რითაც დავიწყე: ეს არის საკითხი, სადაც არ შეიძლება საზოგადოება იყოფოდეს სხვადასხვა ჯგუფებად, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებად. ეს არის საკითხი და გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, ვინაიდან ოკუპაცია აუცილებლად დაიძლევა ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა