პრემიერი - კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ჩვენ დეტალურად გავაკონტროლებთ ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს საქართველოში ინვესტიციის განხორციელება

კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ჩვენ აუცილებლად ძალიან დეტალურად გავაკონტროლებთ ნებისმიერ აქციონერს და ნებისმიერ კომპანიას, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ რუსული კომპანიების ინვესტიციების სიხშირით საქართველოში.

„საქართველო ღია არის ინვესტიციებისთვის, მაგრამ მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ე.წ. კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ბუნებრივია, აქ ჩემი პოზიცია, ისევე როგორც ჩვენი გუნდის პოზიცია, არის ძალიან მტკიცე, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ჩვენ აუცილებლად ძალიან დეტალურად გავაკონტროლებთ ნებისმიერ აქციონერს და ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს საქართველოში ინვესტიციის განხორციელება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს