მერკელმა ბრიტანეთს „ბექსთოფის“ ალტერნატიული გეგმის შეთავაზებისთვის 30 დღე მისცა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიტანეთს სადავო „ბექსთოფის“ საკითხის გადაჭრის ალტერნატიული გეგმის შეთავაზებისთვის 30 დღე მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ბექსთოფი“, რომელიც გასვლის ხელშეკრულების ნაწილია, ხელშეკრულებიდან მთლიანად უნდა ამოიღონ.

თავის მხრივ, მერკელმა განაცხადა, რომ „ბექსთოფის“ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისების შესაძლებლობა არსებობდა. „მე ვხედავ შესაძლებლობებს,“ - დასძინა მან.

„ითქვა, რომ საკითხის გადაჭრის გზის გამოძებნა სავარაუდოდ ორ წელიწადშია შესაძლებელი. თუმცა ეს მომდევნო 30 დღეშიცაა შესაძლებელი, რატომაც არა?“, - აღნიშნა მერკელმა.

„ბექსთოფის“ გეგმა, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების ნაწილია, მიზნად ისახავს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მყარი საზღვრის თავიდან აცილებას. მისი განხორციელების შემთხვევაში ჩრდილოეთ ირლანდიაში ევროკავშირის ერთიანი ბაზრის გარკვეული წესები იმოქმედებს.

ორი დღის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული „ბექსთოფის“ გეგმა ანტიდემოკრატიული და უსარგებლოა და უნდა გაუქმდეს. ტუსკმა ჯონსონის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ბექსთოფი“ გახლავთ ირლადნიაში მყარი საზღვრის თავიდან აცილების ერთადერთი მექანიზმი მანამ, სანამ ამ გეგმის ალტერნატივა არ გამოჩნდება.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა