51-ე  სკოლის დირექტორ მანანა თურქაძეს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაუკმაყოფილეს

51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროში დაუდასტურეს.

ინფორმაცია თურქაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მანანა თურქაძის გადადგომას საზოგადოება მას შემდეგ ითხოვდა, რაც 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის ჩხუბის შედეგად, 51-ე სკოლის მოსწავლეები - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

მკვლელობიდან რამდენიმე თვეში თურქაძემ გადადგომის შესახებ განცხადებით განათლების სამინისტროს თავად მიმართა, თუმცა სამეურვეო საბჭომ მაშინ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო