პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების განმარტებით, 2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოავლინა.

„აღსანიშნავია, რომ კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას პოლიციელთა შესაძლებლობების გაზრდაზე მათთვის ტრენინგების ჩატარებისა და შესაბამისი ინსტრუქციების მომზადების გზით.

სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას,”-აცხადებენ შსს-ში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა