ავთანდილ წერეთელი დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს არ დახმარებია

ავთანდილ წერეთელი პროკურატურის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალს დაუსაბუთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმა კახა წერეთელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელი ამ ეტაპზე ქვეყანაში არ იმყოფება, თუმცა დაბრუნების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში მისვლას გეგმავს.

„ავთანდილ წერეთელი ქვეყანაში არ იმყოფება, თუმცა ჩემთვის მისი პოზიცია ცნობილია. მას მიაჩნია, რომ ბრალდება არის დაუსაბუთებელი, მას არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია და არავის დახმარებია. როდესაც ჩამოვა საქართველოში, დაუყოვნებლივ გამოცხადდება სამართალდამცავ ორგანოში“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ბიზნესმენის ადვოკატის თქმით, პროკურატურაში, დღეს, 18:00 საათზე თავად ჩაიბარებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდებას.

გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთანდილ წერეთელს „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას ედავება“.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს