რამაზ საყვარელიძე - „რუსთავი 2“-ზე შეტევა იმისთვის, რომ ქართულ ტელესივრცეს ოპოზიციური არხი გამოაკლდეს, უაზრობაა - ვერ გამოაკლდება

ტელევიზიაზე შეტევა ჰაერში გასროლილი ტყვიაა, - ასე აფასებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტებით შექმნილ ახალ არხს კიდევ უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება.

„ჩემზე უკეთ მოეხსენება ხელისუფლებად და ნებისმიერ მოქალაქეს, რომ დღეს ტელევიზიაზე შეტევა ჰაერში გასროლილი ტყვიაა იმიტომ, რომ ეს ჯგუფი წავიდა „რუსთავი 2“-იდან, გახსნიან ახალ არხს, გავლენ ეთერში. მაყურებელი მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნება. მეტი იმ მხრივ ვამბობ, რომ დაჩაგრული ყოველთვის უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან. ასე რომ, როგორც „რუსთავი 2“-ზე, ისე „ტვ პირველზე“ შეტევა ალბათ ანაქრონიზმია. თუკი სიცრუე ვრცელდებოდა „რუსთავი 2“-ში და რაც ხშირად დადასტურდა, ამ სიცრუის დამტკიცებით გააუვნებელყოფენ „რუსთავი 2“-ს, თორემ ამგვარი შეტევით ნაკლებად. ამიტომ, დიდ აღმოჩენებს არ ვაკეთებ, ამ ტრივიალური ჭეშმარიტებების ფონზე შეტევა „რუსთავი 2“-ზე იმისთვის, რომ ქართულ ტელესივრცეს გამოაკლდეს ოპოზიციური არხი, უაზრობაა. ვერ გამოაკლდება. ერთი წერტილიდან გამოიტანენ და მეორე წერტილში გაჩნდება. ამ უაზრობაზე მეეჭვება, რომ ვინმემ მიდიოდეს, მათ შორის ხელისუფლება. იგივე საკითხები ისმის „ტვ პირველთან“. მათზე შეტევასაც არ აქვს აზრი და ამ უაზრობაზე თუ მიდის ხელისუფლება, მაშინ კიდევ უფრო დიდი უბედურება გვჭირს, ვიდრე ტელევიზიების გაქრობაა“,- განაცხადა საყვარელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო