გია ვოლსკი - ის, რომ ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართების გავლება შეაჩერეს, არანაირ საფუძველს არ იძლევა ვთქვათ, რომ ოკუპაცია  შეჩერდა

ის, რომ ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართების გავლება შეაჩერეს, არანაირ საფუძველს არ იძლევა ვთქვათ, რომ ოკუპაცია შეჩერდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების და შეცდომების გამო იმკის იმას, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება.

„იმ თემის წამოწევა ან ხმამაღლა საუბარი, რომ ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართების გავლება შეაჩერეს, არანაირ საფუძველს არ იძლევა ვთქვათ, რომ ოკუპაცია შეჩერდა. ოკუპაცია მძიმე ტვირთად დახვდა ხელისუფლებას და ეს მძიმე ტვირთი განპირობებულია მძიმე დანაშაულებებით ან მძიმე შეცდომებით ან ორივეთი ერთად. ეს უნდა გვესმოდეს ყველას. დიახ, წინა ხელისუფლების დაშვებულ შეცდომებს და ჩადენილ დანაშაულებს ვგულისხმობ. იყო ძალიან მკაფიო მესიჯები ჯერ კიდევ 2005 წლიდან მოყოლებული სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, რომ არ ემოქმედათ საგზაო რუკის საწინააღმდეგოდ, რაც დამტკიცებული იყო ეუთო-ს მინისტერიალის მიერ და აქტიურად იყო მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი ფინანსური და პოლიტიკური რესურსებით.

გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის დაფიქსირება არის ერთ-ერთი მტკივნეული გამოვლინება იმ დანაშაულების, რაზეც მეკითხებით",- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა