განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველებისათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს

განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველებისათვის აგვისტოს ბოლოს კონკურსის გამოცხადებას დაიწყებს.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მასწავლებლობის მსურველებს გამოცხადებული ვაკანსიების ნახვა www.pedagogi.ge-ზე შეეძლებათ.

მისივე თქმით, კონკურესი სექტემბერში დასრულდება.

„ასევე, იმ პირებს, ვისაც აქვთ სურვილი, რომ დასაქმდნენ, მაგრამ შეიძლება ამ ეტაპზე ვაკანსია გამოცხადებული არ არის, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ამ გვერდზე, როგორც მასწავლებლობის მსურველები. ამ ინფორმაციის ნახვა შეუძლაით დირექტორებსაც და ასე ვთქვათ, პედაგოგების მსრველები, ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმირებულები იქნებიან იმ ვაკანსიის შესახებ, რომელი მიმართულებითაც ისინი დაინტერესდებიან, იქნება ეს თბილისი, სოფელი, დაბა თუ რომელიმე რეგიონი. მასწავლებლობის მსურველებისათვის კონკურსების გამოცხადება დაიწყება თვის ბოლოს იმიტომ, რომ ამ ეტაპზე სკოლები აჯამებენ ინფორმაციას კონკრეტული ვაკანსიების შესახებ, გამოცხადდება თვის ბოლოდან ვაკანსიები და სრული პროცესი დასრულდება სექტემბერში, სწავლის დაწყებამდე”,- განაცხადა აბულაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო