თინა ხიდაშელი - ხელისუფლება მოქმედებს წინასწარ გაწერილი გეგმით - გააჩუმონ, გააჩერონ და გააქრონ ყველა, ვინც შეიძლება 2020 წელს ივანიშვილს პრობლემა შეუქმნას

სუპერ მონდომებული ძალით დაბრმავებული უნდა იყო ადამიანი, ვერ ხედავდე, რომ ხელისუფლება სრულ აგონიაშია, არის ანგარიშსწორების რეჟიმში ადამიანებთან, რომლებიც ვერ აღმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილისთვის თავიდან ბოლომდე გუნდრუკის მკმეველები, - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პროკურატურის მიერ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას.

თინა ხიდაშელი აღნიშნულ საქმეში მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს და ამბობს, რომ მან ძალიან სახიფათო პროცესი დაიწყო.

ხიდაშელის განცხადებით, ივანიშვილის შემთხვევაშიც მარცხი გარდაუვალია და ყველა მზად უნდა იყოს, რომ „აგონიაში მყოფი ხელისუფლება ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მძიმე შეცდომების დაშვებას დაიწყებს“, რაც ქვეყანას შესაძლოა ძვირი დაუჯდეს.

„რეალურად, ძალიან, ძალიან, სუპერ მონდომებული ძალით დაბრმავებული უნდა იყო ადამიანი, ვერ ხედავდე, როდესაც ქვეყანაში მოქმედი ჩინოვნიკების მხრიდან, ყოველდღიურად ათობით სხვადასხვა დანაშაულის ნიშნების მატარებელი ამბები ხდება ცნობილი და ამაზე ხელისუფლება აბსოლუტურად არ რეაგირებს, ამ ფონზე, 11 წლის წინანდელ საქმეზე, რომელიც სინამდვილეში რეალობასთან ახლოს არის თუ არა, ესეც რომ ვერ დაგვიმტკიცა ხელისუფლებამ, ასეთი გამალებული მონდომებით იწყებს სრულმასშტაბიან საგამოძიებო მოქმედებებს. აქ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება სრულ აგონიაშია, არის ანგარიშსწორების რეჟიმში ადამიანებთან, რომლებიც ვერ აღმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილისთვის თავიდან ბოლომდე გუნდრუკის მკმეველები, ვერ აღმოჩნდნენ „შესაბამისი სტანდარტების“, რომელსაც ივანიშვილი მორჩილებისთვის ითხოვს და ამიტომ, ისინი უნდა დაისაჯონ“,-აცხადებს თინა ხიდაშელი.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლება წინასწარ გაწერილი გეგმით მოქმედებს, ავთანდილ წერეთლის საქმით კი „ის ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს“.

„ამასობაში, თუ პარალელურად აღმოჩნდება, რომ სარგებელი ისიც იქნება, ქვეყანაში ერთადერთი ტელევიზია, რომელიც განსხვავებულ აზრს გადმოსცემს, ისიც გაჩერდება, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება „ერთ წელიწადში ყველაფერს დავალაგებთ“ პროცესს, რომელიც ივანიშვილმა დაგვიანონსა. ვფიქრობ, რომ აქ „ყველაფერი წესრიგშია“. ისინი მოქმედებენ წინასწარ გაწერილი გეგმით-გააჩუმონ, გააჩერონ, გააქრონ ყველა პოტენციური წერტილი, რომელმაც შეიძლება 2020-ში ივანიშვილს პრობლემა შეუქმნას, იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ფლანგზე კარგი ოპოზიციური პარტია ვერ გაჩნდება, თუ მას არ ექნება ფინანსური, მედია მხარდაჭერა, თუ არ იქნება გაცილებით უფრო ფართო მოძრაობა, ვიდრე ერთი-ორი უბრალოდ პოლიტიკოსი.

გასაგებია ივანიშვილის გზა, ხაზი,ხედი, ხედვა , წერეთლის საშუალებით ის ორ კურდღელს იჭერს. ერთის მხრივ, ის ამბობს, რომ ხაზარაძის საქმეს აგრძელებს, რომ იქ ვინმეს ეჭვი არ შეეპაროს, თითქოს მხოლოდ დროებითი იყო, ის გვაჩვენებს, რომ რეალურად საქმის გამოძიება მიმდინარეობს; მეორეს მხრივ, თუკი ეს „ტვ პირველს“ პრობლემებს შეუქმნის და მის გაჩერებას გამოიწვევს, ამით მხოლოდ მოგებული დარჩება. ყოველ შემთხვევაში მას ჰგონია, რომ საბოლოო ჯამში მოგებული დარჩება“,-აცხადებს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ, "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". ავთანდილ წერეთელი დღეს ბრალის წარდგენის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში ბრალის დაზუსტების მიზნით დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა