მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივლენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივლენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები საგამოძიებო უწყებაში თავიანთ უფლებადამცველთან ერთად გამოცხადდებიან.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით დაიბარეს. ისინი უწყებაში 19:00 საათზე უნდა მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

შესაბამისი განცხადება უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

იხილეთ ვიდეო:

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის