დეპუტატი ილია ნაკაშიძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის დაკავებაზე - არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს

არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ილია ნაკაშიძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის დაკავების ფაქტს.

ილია ნაკაშიძე დაკავებულს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საქმე სავარაუდოდ, გონიოში მიწების პრივატიზაციას ეხება.

„ჯამბულ თავართქილაძე არის მაჟორიტარი ახალსოფლიდან და ვიცნობდი, როგორც ახალგაზრდა, ნიჭიერ, წესიერ ადამიანს. ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა ერთნი ვართ. არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, დაველოდოთ გამოძიების პირველ მონაცემებს და შემდეგ ვისაუბროთ. ჩვენ საკმაოდ პრინციპულები ვართ, თუ იქნება ასეთი ფაქტები, იქნება იგივე რეაქცია, კორუფცია სახელმწიფოსთვის არის დამანგრეველი", - განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ. და მოქალაქე ზაზა თ. დააკავეს.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო