გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

„გასულ წლებთან შედარებით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში გამორიყვის ნაკლები ფაქტია დაფიქსირებული. გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც წყლის სატრანსპორტო საშუალებებით დაზიანების ან ბადეში გახლართვის შედეგი შეიძლება იყოს.

სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება, რისი მიზეზიც მთელი რიგი ფაქტებია, მათ შორის ვირუსული დაავადებები და გარკვეული ტიპის დაბინძურებები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს. მსგავსი ფაქტების დაფიქსიერების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე (153).

უწყების ინფორმაციით, მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარატმენტის სპეცილისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მუშაობა, რათა ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში იყოს დროული რეაგიერება და გამორიყვის კონკრეტულ ადგილს ჩაუტარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.

კვლევების შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა