მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს და განაცხადეს, რომ კომენტარს მოგვიანებით, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებენ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები საგამოძიებო უწყებაში თავიანთ უფლებადამცველთან, ზვიად კორძაძესთან ერთად გამოცხადდნენ.

"დაზუსტება ალბათ ნიშნავს, რომ ჩვენს ბრალში ჩაიწერება, რომ ბატონი ავთოც მონაწილეობდა. არსებითად ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის, ბატონი ავთოსთვის სტატუსს ცვლის. ჩვენ გირაოც გადავიხადეთ და დღეს გავასაჩივრეთ ასევე ყადაღის დადების განჩინება, რომელიც გუშინ იქნა გამოტანილი", - განაცხადა კორძაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით დაიბარეს.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა