აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი კვლავ ვერ აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი კვლავ ვერ აირჩიეს. კენჭისყრა ორჯერ გაიმართა, სადაც კანდიდატებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს.

ბორდის ხუთი წევრიდან ორმა გიორგი კოხრეიძეს, ერთმა კი თინათინ ცისკარაძეს დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა ბორდის წევრმა ბეჟან გობაძემ არ მიიღო. ბეჟან გობაძემ განაცხადა, რომ იგი უმცირესობაშია და ამ პროცესებში არ ჩაერთვება. ბეჟან გობაძე ბორდის წევრად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტით არის წარდგენილი. ბორდის კიდევ ერთი წევრი გიორგი ირემაძე დირექტორის არჩევის პროცედურას დღეს არ დასწრებია.

ბორდის თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილო აცხადებს, რომ პრობლემა ბორდშია და ის გამოსავალს კანონმდებლობაში ცვლილებებით ხედავს.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტოტის ასარჩევად კონკურსი სამჯერ გამოცხადდა. ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე 19 აპრილს

თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს