მამუკა ხაზარაძე - შემიძლია ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ  პირნათელი ვართ,  ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს, რომ რამის გვეშინია

შემიძლია ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ როგორც ამ საქმეში, ასევე მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში პირნათელი ვართ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ რამის გვეშინია, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც მას დაზუსტებული ბრალი გააცნეს. ხაზარაძის განცხადებით, მას და ბადრი ჯაფარიძეს არც ყადაღის ეშინიათ და არც სხვა რამის.

მან „ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელს კითხვით მიმართა, მოსწონთ თუ არა ის მართლმსაჯულება, რაც დღე საქართველოშია და არის თუ არა ეს ის, რაც მათ უცხოეთში განათლების მიღებისას ისწავლეს.

„ჩემი და ბადრის ცხოვრებისა და ბიზნეს მოღვაწეობის განმავლობაში არასდროს არ დაგვირღვევია კანონი, არ მოგვიტყუებია ბიუჯეტი, არ მოგვიტყუებია ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორები. შემიძლია ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ როგორც ამ საქმეში, ასევე მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში პირნათელი ვართ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში. ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ რამის გვეშინია, ან ყადაღის დადების ან ნებისმიერი ქმედების. მე მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ იმ ახალგაზრდა წევრებს, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს, დახარჯეს ოთხი ან მეტი წელი დემოკრატიისა და მართლმსაჯულების სწავლაში და ჰქონდათ სურვილი, რომ თავიანთ ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია შეექმნათ. ჩვენ მაშინ ამ ხალხს მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ გვეგონა, ეს ამ პარტიის ის ნაწილია, რომელიც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა. მე მინდა მათ ვკითხო, ეს არის ის განათლება? ასეთი სახელმწიფო ნახეთ თქვენ იმ ქვეყნებში და ამ ცოდნით დაბრუნდით გაჩუმებულები რომ ხართ? ასეთი მართლმსაჯულება მოგწონთ, რაც დღეს ხდება? არაფერს არ ამოვფარებულვართ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა