მამუკა ხაზარაძე - დიდი ხანია რაც „ტვ პირველი“ არ არის მხოლოდ წერეთლების ოჯახის, ეს  მთელი საქართველოსია, სადაც თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება, მას მთელი საზოგადოება დაიცავს

დიდი ხანია, რაც „ტვ პირველი“ არ არის მხოლოდ წერეთლების ოჯახის, ეს არის მთელი საქართველოსი, ეს არის თავისუფალი სიტყვა. სადაც თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება, ჩვენ და მთელი საზოგადოება დავიცავთ მას ყველანაირი მეთოდებით, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. ხაზარაძე საქმეში ავთო წერეთლის ჩართვას ტელეკომპანია „ტვ პირველზე“ ზეწოლას უკავშირებს.

„ჩვენი მეგობრის, ავთო წერეთლის, მიმართ წაყენებული ბრალი არის პირდაპირი ზეწოლა. ავთო წერეთელს იმ კომპანიებში, რომლიდანაც ჩვენ ფული ვისესხეთ, არ აქვს არანაირი წილი. იგი ამ კომპანიების არც დირექტორი იყო და არც მეწილე, შესაბამისად, გაუგებარია მისი ჩართვა ბრალდებულის სტატუსით და როლით. ანუ საქმე გვაქვს ავთო წერეთელზე ზეწოლასთან, რათა მან თავის ოჯახის წევრებზე გავლენა მოახდინოს იმისათვის, რომ ერთადერთი თავისუფალი მედიისგან ისევ მივიღოთ გაუგებარი რამ. დიდიხანია, რაც „ტვ პირველი“ არ არის მხოლოდ წერეთლების ოჯახის, ეს არის მთელი საქართველოსი, ეს არის დემოკრატიის მონაპოვარი. ეს არის თავისუფალი სიტყვა და სადაც თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება, ჩვენ და მთელი საზოგადოება დავიცავთ მას ყველანაირი მეთოდებით. მთელი ეს სცენარი უკვე გაშიფრულია,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა