მამუკა ხაზარაძე - ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით - იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. ხაზარაძის თქმით, მის მიერ დაფუძნებულ პარტიაში არ იქნებიან ძველი პარტიების ესა თუ ის ლიდერები.

ხაზარაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ახალ მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. როგორც საზოგადოებას შევპირდი, ეს მოხდება სექტემბერში. უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი გვიერთდება. ესენი არ იქნებიან ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები ან იქიდან ან აქედან. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი ძალა. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. მთელი საზოგადოება ბოლო 9+9 წლის განხილვებით და ერთდღიანი შოუებით არის დაკავებული. გეუბნებით, რომ იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის“, - განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს