მამუკა ხაზარაძე - პროკურატურა ისევ იწყებს, რადგან შოკში ჩავარდნენ - ხალხო, ცამდე მართლები ვართ

პროკურატურა ისევ იწყებს, იმიტომ, რომ შოკში ჩავარდნენ. შოკში ჩავარდნენ იმიტომ, რომ დეტალური სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა, ხალხო, ცამდე მართლები ვართ,-ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ბრალდებები, თითქოს „რაღაცას არიან ამოფარებული“ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მათ მოძრაობის და პარტიის შექმნა მხოლოდ მას შემდეგ დააანონსეს, რაც პარტნიორები და აქციონერები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნეს.

„24 ივნისს ლონდონში იყო ჩვენი აქციონერთა კრება. 24 ივნისამდე ჩვენი, მე და ბადრის ინიციატივით გადავეცით საერთაშორისო, ძალიან რეპუტაციულ კომპანიებს ჩვენი პერსონალური ანგარიშები, სერვერები, კომპიუტერები, რომ ცივილურ სამყაროში, იქ , სადაც სამართალი სამართალია, სადაც მართლმსაჯულება მართლმსაჯულებაა, შეემოწმებინათ დეტალურად ყველაფერი ბოლო 15 წლის განმავლობაში - ჩვენი პერსონალური და არაპერსონალური ინფორმაცია. დაიდო დასკვნა, რომლის შედეგადაც ჩვენმა აქციონერებმა 98 პროცენტით აგვირჩიეს თავიდან და გვითხრეს, რომ გავაგრძელოთ იმ თანხების მართვა, რომელიც მათია „თიბისი ბანკში“, 20 მილიარდზეა საუბარი. ამის შემდეგ, სამარცხვინოდ პროკურატურა ისევ იწყებს, იმიტომ, რომ შოკში ჩავარდნენ. შოკში ჩავარდნენ იმიტომ, რომ ფულს განდობენ, ინსტიტუტები, 105 საერთაშორისო ბანკი და ფონდი. დეტალური სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა, ხალხო, ვართ ცამდე მართლები! ვიღაცები ამბობენ, რომ „მოძრაობა იმიტომ დაიწყეს,რაღაცას ამოეფარონ“. მოძრაობა არ გაგვიკეთებია, ვიდრე ჩვენი აქციონერები და პარტნიორები არ დარწმუნდნენ, რომ სუფთები ვართ და ერთი ხინჯიც კი არ არის. ბოლო 15 წელზეა საუბარი მეგობრებო! მხოლოდ ამის მერე გამოვაცხადეთ მოძრაობის და პარტიის დაფუძნება“,-აცხადებს ხაზარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო