23-24 აგვისტოს „ჯივიპი“ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, gwp-იმ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, 23 აგვისტოს, გლდანის მე-2 მიკრორაიონში კომპანია განახლებულ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, 23 აგვისტოს, 21:00 საათიდან 24 აგვისტოს, 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის მე-7 მ/რ-ს N10-12 კორპუსებს, მე-5 მ/რ-ს N12-21 კორპუსებს და მე-6 მ/რ-ს.

ხიზანიშვილის, ჯაბიძის და მიმდებარე ქუჩებს. ხოლო, 24 აგვისტოს, ურდულები დამონტაჟდება ხიზანიშვილის ქუჩაზე, N108 კორპუსის მიმდებარედ. აღნიშნულთან დაკავშირებით 24 აგვისტოს, 21:00 საათიდან 25 აგვისტოს, 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის მე-2 და მე-4 მიკრორაიონებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა