დიმიტრი პოლიანსკი - აშშ-ს არ ადარდებს იარაღის შეჯიბრი, რუსეთი კი ამ პერსპექტივით შეშფოთებულია

რუსეთი აშშ-სთან იარაღის პოტენციური შეჯიბრის შესახებ საუბრობს. როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, აშშ-ს არ ადარდებს იარაღის შეჯიბრი, რუსეთი კი ამ პერსპექტივით შეშფოთებულია.

„აცნობიერებთ, რომ აშშ-ს გეოპოლიტიკური ამბიციების გამო ჩვენ ყველანი ერთი ნაბიჯით უკან ვართ იარაღის შეჯიბრისგან, რომლის გაკონტოლებაც შეუძლებელი შეიძლება იყოს? ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ პერსპექტივის გამო. თუმცა, ჩვენი ამერიკელი კოლეგები როგორც ჩანს, არა. ბევრი კუთხით თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუჯერებთ, ამერიკა მზად არის იარაღის შეჯიბრისთვის, ვინაიდან შესაძლებელია მისთვის, რომ ნებისმიერ პოტენციურ მტერს მატერიალური და ტექნიკური კუთხით შეებრძოლოს“, - განაცხადა პოლიანსკიმ.

აღნიშნულის შესახებ პოლიანსკიმ აშშ-ს მიერ რამდენიმე დღის წინ 500 კილომეტრის რადიუსზე მოქმედი რაკეტის გამოცდის გამო ისაუბრა. აღნიშნული რაკეტების გამოცდას ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირსა და აშშ-ის შორის მიღწეული შეთანხმება კრძალავდა, თუმცა, ამ შეთანხმებიდან 2 აგვისტოს რუსეთიც და ვაშინგტონიც გავიდა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ს წარმომადგენელმა რუსეთი ამ შეთანხმების მუდმივ დარღვევაში დაადანაშაულა. სტეფან კოენის განცხადებით, აშშ არ დარჩებოდა იმ შეთანხმების მონაწილე, რომელსაც რუსეთი გამუდმებით არღვევდა. თავის მხრივ რუსეთი ვაშინგტონს ადანაშაულებს ხელშეკრულების დარღვევაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს