პოლონეთში მეხის დაცემის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ასზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
ინციდენტი გევონტის მთაზე მოხდა, რომელიც 1894 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და სადაც მეტალის ჯვარია დამონტაჟებული.
20 ადამიანისგან შემდგარი ტურისტული ჯგუფი მთებში მოგზაურობდა, რა დროსაც მოულოდნელად ამინდი შეიცვალა და ჭექა-ქუხილი და ელვა დაიწყო.
მათი გადარჩენის ოპერაციაში 4 ვერტმფრენი იღებდა მონაწილეობას. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მეზობელ სლოვაკეთში დაღუპული ერთი ადამიანის შესახებაც, რომელიც ასევე უამინდობას ემსხვერპლა.