ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა

ცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა.

21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი გახდა.

„მოხარული ვარ, რომ “არქის” და ჩემი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმოვადგენდე ისეთ ძლიერ კომპანიას, როგორიც „არქია“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სანდოობით, ხარისხითა და მომხმარებელზე ზრუნვით გამოირჩევა. „არქი“ დეველოპერული სექტორის ლიდერი კომპანიაა, თუმცა მჯერა, რომ კომპანიის, ისევე როგორც ადამიანების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და უფრო და უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეიძლება. ჩვენი საერთო ხედვები და ღირებულებები, ვფიქრობ სამომავლოდ კიდევ მეტი ადამიანის გახარების საშუალებას მოგვცემს“ - აცხადებს ზაზა ფაჩულია.

“არქი” ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ამ ეტაპზე 20 დასრულებულ, 19 მიმდინარე პროექტს და 10 000-ზე მეტ არქელს აერთიანებს.

(R)

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს