BK Construction-მა ჩაფხუტების დღის აღსანიშნავი კამპანია დაიწყო

„გაიაზრე, თუ რას გთხოვ, მოისმინონ ყურებმა, იმუშავეთ უსაფრთხოდ, ჩაფხუტდახურულებმა“, „ჯანმრთელობაა სათუთი, გთხოვ, დაიხუროთ ჩაფხუტი“ - თბილისის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე დღეს დილით ეს და სხვა მსგავსი შინაარსის სტენსილები გამოჩნდა.

ამ მოწოდებებით m2-ის სამშენებლო კომპანია BK Construction-მა ჩაფხუტების დღისადმი მიძღვნილი კამპანია დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „m2“-დან აცნობეს.

სამშენებლო სფეროში 26-წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction ხელოსნების უსაფრთხოების თემას განსაკუთრებული ყურადღებით უდგება. სწორედ ამიტომ რეგულარულად ახორციელებს როგორც სპეციალურ სწავლებებს, ისე გრძელვადიან თუ ერთჯერად კამპანიებს.

ჩაფხუტების დღესთან დაკავშირებით კომპანია საინფორმაციო ხასიათის სხვა აქტივობებსაც გეგმავს, რომლებშიც მათი ხელოსნებიც იქნებიან ჩართული. კოტე ყუბანეიშვილის მიერ დაწერილი საინფორმაციო-გამაფრთხილებელი შინაარსის გალექსილ სლოგანებს, ჩაფხუტებზე დასაკრავი სტიკერების სახით, სწორედ მათი ხელოსნები გაავრცელებენ.

„ჩვენს სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ვუდგებით. ჩვენმა ხელოსნებმა იციან, რომ მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ჩვენთვის მთავარი საზრუნავია, ამიტომ დროდადრო ვახორციელებთ მსგავს აქტივობებს, სადაც მათი ჩართულობა ჩვენთვის უპირობო მოცემულობაა. აღნიშნული კამპანიით გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მნიშვნელობას და ყველას შევახსენოთ, ვთხოვოთ და მოვუწოდოთ, რომ დაიხურონ ჩაფხუტი!“ - განაცხადა m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, ნინო რუხაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს