ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძართან დაკავშირებით სხვა ქვეყნებს მოუწოდებს,  მათ შიდა საქმეში არ ჩაერიონ

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დანარჩენ მსოფლიოს მოუწოდებს, მათ შიდა საქმეებში არ ჩაერიონ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

„ეს ქვეყნები აგზავნიან ფულს აქ, მაგრამ არა ქველმოქმედების მიზნით...ისინი აგზავნიან ფულს იმისთვის, რომ ჩვენს სუვერენიტეტში ჩაერიონ,“ - განაცხადა ბოლსონარუმ „ფეისბუქით“ გავრცელებულ მიმართვაში.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ამ კომენტარით საფრანგეთის პრეზიდენტ იმანუელ მაკრონსა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს უპასუხა, რომლებმაც ამაზონის ხანძრის გამო შეშფოთება გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ბოლსონარომ სრულიად განსხვავებული კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამაზონის ტროპიკულ ტყეში მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ჰყოფნის. ჟაირ ბოლსონარუს განმარტებით, ბრაზილიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიქიასთან გასამკლავებლად დამატებით 40 ადამიანის გაგზავნაც კი არ შეუძლია, რადგან ამის შესაბამისი რესურსი არ არსებობს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ამაზონის ტროპიკულ ტყეში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. ქვეყნის კოსმოსური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ხანძრების რიცხვი, გასულო წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 83 პროცენტით არის გაზრდილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა