მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრემიერს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. მთავრობის მეთაურებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

„გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკას. აღინიშნა, რომ ბელორუსში ქართული სავაჭრო სახლის გახსნა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობების ინტენსიურობას”, -აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა