ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ შენობაში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველები შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ

ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარედ შენობაში მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ შენობიდან გასვლის შემთხვევაში მათ უკან აღარ შეუშვებენ და შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეონა ახალკაციშვილმა განუცხადა, მას მცირეწლოვანი ბავშვები ცუდად ჰყავს და მათ ექიმთან ვიზიტი სჭირდებათ, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ შენობასთან პოლიციაა მობილიზებული, ისინი გარეთ ვერ გადიან.

როგორც თეონა ახალკაციშვილი აცხადებს, შსს-ს წარმომადგენლები მათ ეუბნებიან, რომ შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია.

„ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარედ, გამოუსადეგარ შენობაში ვართ შეჭრილი უკვე თვე და 4 დღეა, დევნილები ვართ, გვყავს მცირეწლოვანი ბავშვები. გაუსაძლის მდგომარეობაში ვიმყოფებით, არც შუქი გვაქვს, არც წყალი. გარეთ ვერ გავდივართ, ბავშვები ცუდად გვყავს და ვერ მიგვყავს ექიმთან. ვერ გავდივართ, რადგან პოლიცია დგას გარეთ და რომ გავიდეთ უკან აღარ შემოგვიშვებენ. გვეუბნებიან, რომ შენობა ავარიულია. ყველა, ვინც შენობა დატოვა, შიგნით აღარ შემოუშვეს. გამგეობის წარმომადგენლები მოდიან და გვეუბნებიან, შენობა უნდა დატოვოთო. არაფერს გვთავაზობენ, დაპირებებს გვაძლევენ მხოლოდ“,- აღნიშნა ახალკაციშვილმა.

ცნობისთვის, 29 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ნათელი მომავლის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ მენაბდიშვილმა განაცხადა, რომ 158-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობაში სულ 32 ოჯახია შესახლებული, აქედან სოციალურად დაუცველი და დევნილი 17 ოჯახია, დანარჩენები კი, უსახლკარო სტატუსის მქონეები არიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს