პანკისის ხეობის მოსახლეობა ადასტურებს, რომ გერმანიაში  ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

პანკისის ხეობის მოსახლეობა ადასტურებს, რომ გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული.

ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მას 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს,მკურნალობის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში.

იხილეთ ვიდეო: გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო