ამაზონის ტროპიკული ტყეების ხანძრის ჩაქრობაში არმია ჩაერთვება

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ამაზონის ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის შეიარაღებული ძალები ჩაერთვება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ევცელებს.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სამხედროები განლაგდებიან ბუნებრივ რესურსებთან, დასახლებულ და სასაზღვრო ტერიტორიებთან. დოკუმენტის თანახმად, სამხედრო რესურსების გამოყოფაზე პასუხისმგებელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ფერნარდო აზევედო ე სილვაა. განკარგულება ძალაშია 24 აგვისტოდან 24 სექტემბრამდე.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ტროპიკულ ტყეებში მძვინვარე მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ყოფნის. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მიერ ხანძართან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების შემდეგ, ბოლსონარუმ აღნიშნა, რომ ხანძარს საკუთარი ძალით გაუმკლავდებიან. მან დანარჩენ მსოფლიოს მოუწოდა, ბრაზილიის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავონ.

ბრაზილიის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილია ხანძრების ჩასაქრობად ზომებს არ მიიღებდა, ისინი სამხრეთ ამერიკასთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულების გაუქმებას დაუჭერდნენ მხარს. კრიტიკული განცხადება გააკეთა ფინეთმაც, რომელიც ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანტი რინე ბრაზილიური ხორცის იმპორტზე აკრძალვის დაწესების ინიციატივით გამოვიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა